შექმნილი და გამოყენებული სასწავლო რესურსის მოკლე აღწერა და შერჩევის მოტივი



სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტის ,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა” ეფექტურად განხორციელებისათვის IIა კლასის მოსწავლეებმა ჩემი და ხელოვნების მასწავლებლის, ლელა სიმსივეს, დახმარებით შექმნეს: ,,ბრძენი კუს”, ,,ციყვი და კოდალას”, ნამდვილი ადამიანის”, ,,მეცნიერი და მენავეს”, ,, კეთილი ადამიანების”, ,,ირმები და ტურას”, ,,სიძუნწის”, ,,სამი ბიჭის”, ,,ერთი მუჭა ბზის” ილუსტრაციები და აპლიკაციები. ფერადი ქაღალდების გამოყენებით დაამზადეს აღნიშნული ზღაპრის პერსონაჟები, ნარჩენებისაგან საკუთარი ფანტაზიით შექმნეს თხზულების გმირების მოდელები. ბავშვებმა მათ დასამზადებლად გამოიყენეს უამრავი გასაფორმებელი მასალა: ნიჟარები, ბრჭყვიალა მძივები, ატლასის თასმები, სხვადასხვა ფერის ქსოვილი, წებო, მაკრატელი, ფერადი ფანქრები, მუყაო, საქსოვი ძაფები... (იხილეთ მუშაობის პროცესი).
მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით მუშაობდნენ. მათი მონდომება და ძალისხმევა წახალისებული იყო. საბოლოო პროდუქტის მიღების შემდეგ მათ მოიწვიეს მასწავლებლები, მშობლები, სხვა კლასის მოსწავლეები და გამართეს საჯარო პრეზენტაცია.
ყოველივე ამან ხელი შეუწყო ნაცნობი ნაწარმოებების შინაარსზე მსჯელობის, პერსონაჟებისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის, პრაქტიკული საქმიანობისას შემოქმედებითობის გამოვლენის, ამხანაგების ნამუშევრებზე  აზრის გამოთქმის, შეძენილი ცოდნის პრაქტიკული რეალიზების, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარებას.
2013 წლის 11 დეკემბერს ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამართულ გრანდიოზულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს საკუთარი ხელებით შექმნილი საპრეზენტაციო მასალების განხილვა. მათ ნათლად გამოავლინეს სერიოზული დამოკიდებულება შესასწავლი საგნებისადმი, რის გამოც, დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ისინი მზად არიან, ჩემთან ერთად მომავალშიც ითანამშრომლონ გამოცდილ სპეციალისტებთან და უკეთესად წარმოადგინონ საკუთარი შესაძლებლობები.













No comments:

Post a Comment