პროექტის სახელწოდება
|
ცოდნა
თან დასდევს მცოდნელსა
|
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით
|
მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო
უნარ-ჩვევების განვითარება; წიგნისადმი ინტერესის გაღვივება; აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება;
ესთეტიკური გემოვნების ფორმირება.
|
პროექტის აქტუალობა
|
ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვები
სკოლაში სწავლისას იძენენ კითხვის უნარია. კითხვის საბაზო უნარის ჩამოყალიბება ადრეულ
ასაკში, სასკოლო პერიოდის პირველივე ეტაპზე ხდება და ეფექტური სწავლებისა და სწავლის
წინაპირობაა საშუალო განათლების მომდევნო საფეხურზე. მოსწავლე ჯერ სწავლობს კითხვას
და შემდეგ კითხულობს იმისათვის, რომ ისწავლოს. სწორედ ამიტომ მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა კითხვის უნარის განვითარებასა და წიგნიერების ხელშეწყობას.
|
პროექტის მიზნები
|
პროდუქტის შექმნას როგორც ინდივიდუალურად, ასევე კლასელებთან ერთად;
სხვადასხვა მასალის გამოყენებით მარტივი კონსტრუქციების აგებას; ინდივიდუალური და
ჯგუფური ნამუშევრების წარდგენის, საკუთარ და ჯგუფის წევრთა ხელი
შეუწყოს ლიტერატურული ტექსტის ანალიზის, სწორი, შეგნებული, გამომეტყველებითი კითხვისა
და წერის ჩვევების დაუფლებას; ლექსიკური მარაგის გამდიდრებას; მოსწავლეებში ჰუმანიზმის, მიმტევებლობისა და სიკეთის
გრძნობის გაღვივებას; სამეტყველო ეტიკეტის ფორმების შერჩევის, ლიტერატურული პერსონაჟების
შედარებითი დახასიათების, მაღალი დონის სააზროვნო
უნარ-ჩვევების განვითარებას; კითხვის სწავლა-სწავლების თანამედროვე (ინტეგრირებული
და დიფერენცირებული) მიდგომების დანერგვას; კითხვაში დაწყებითი
კლასების მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებას; ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი
ციფრული ფორმატის ნაშრომებზე აზრისა და
შთაბეჭდილებების გამოთქმის უნარების ფორმირებას; სახელოვნებო უნარების დახვეწასა
და განვითარებას; საგანმანათლებლო პროექტში მეორეკლასელთა ჩართვას; მოსწავლეთა კომპეტენციების ამაღლებას.
|
მონაწილეთა ასაკი
|
6-7 წელი
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
ოქტომბერი,
ნოემბერი, დეკემბერი
|
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლე შეძლებს ლიტერატურული ტექსტის ანალიზს; სწორ, შეგნებულ, გამომეტყველებით
კითხვასა და წერის
ჩვევების დაუფლებას; ლექსიკური მარაგის გამდიდრებას; სამეტყველო ეტიკეტის ფორმების შერჩევას; ლიტერატურული
პერსონაჟების დახასიათებას;
მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას; კითხვის სწავლა-სწავლების
თანამედროვე (ინტეგრირებული და დიფერენცირებული) სტრატეგიების გამოყენებას; კითხვის
ტექნიკის გაუმჯობესებას; შესაბამისი ციფრული ფორმატის პროდუქტის შექმნას როგორც ინდივიდუალურად,
ასევე კლასელებთან ერთად; სხვადასხვა მასალის გამოყენებით მარტივი კონსტრუქციების
აგებას; ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრების წარდგენის, საკუთარ და ჯგუფის წევრთა
ნაშრომებზე აზრისა და შთაბეჭდილებების გამოთქმის უნარების ფორმირებას; სახელოვნებო
უნარების დახვეწას; საკუთარი
კომპეტენციების ამაღლებას.
|
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
დიდი
ფორმატის ქაღალდზე დაწერილი ტექსტები ფერადი ნახატებით, დიდი ასოებითა და ნახატებით გაფორმებული საბავშვო წიგნები , სიტყვების
კედელი, სიტყვების სკივრი, სიტყვების ლოტო,
ფერადი ფურცლები, წებო,
ფერადი ფანქრები, საღებავები,
მაკრატელი, ბუკები, პროექტორი, ფოტოაპარატი, სლაიდები, განსახილველი თხზულებების
პერსონაჟების მოდელები.
|
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები)
|
1. მოსწავლეებმა შეარჩიეს განსახილველი მოთხრობები
და ზღაპრები, ერთმანეთს გაუზიარეს, შეარჩიეს საუკეთესო და ერთობლივად დაგეგმეს მომდევნო
სამუშაო.
2. ხელოვნების გაკვეთილებზე
ამზადებდნენ სხვადასხვა პროდუქტს: წიგნებს, პერსონაჟების მოდელებსა და თოჯინებს.
უღებდნენ ფოტოებს, უზიარებდნენ თანატოლებს, მშობლებსა და ახლობლებს.
3. მოსწავლეებმა გამართეს
საკუთარი ხელებით შექმნილი საბოლოო პროდუქტის საჯარო პრეზენტაცია და დეტალურად განიხილეს
მუშაობის პროცესი. გადაიღეს ვიდეო და ფოტოები.
4. გოგონები დიდი ხალისითა და მონდომებით ემზადებოდნენ
საბალეტო ნომრის შესასრულებლად. ამ ცეკვას დიდი დატვირთვა ჰქონდა. მეცადინეობის პროცესში
ერთმანეთს უღებდნენ ფოტოებსა და ვიდეოს.
5. მოსწავლეებმა გამოხატეს
საკუთარი დამოკიდებულებები პროექტის მიმართ. ერთმანეთს გადაუღეს ვიდეო.
6. მოსწავლეები წავიყვანე
ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, რათა დაეთვალიერებინათ ექსპონატები
და გაცნობოდნენ გარემოს, სადაც უნდა გაემართათ
სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიება ,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა”. გადაიღეს ფოტოები
და ვიდეო.
7. დეკემბრის თვეში მოსწავლეებმა
ცოდნის გამყარების მიზნით მოაწყვეს გრანდიოზული ღონისძიება. გადაიღეს ვიდეო და ფოტოები.
.
8. ბოლოს გააკეთეს შეფასება და თვითშეფასება.
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი
|
მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში;
მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები
და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება; აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების
მეტყველებაში, კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება; სხვადასხვა სახის მარტივი
საინფორმაციო ტექსტების შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით;
ისტ-ის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად, ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად;
ციფრული
ფორმატის პროდუქტის შექმნა როგორც ინდივიდუალურად, ასევე კლასელებთან ერთად; სხვადასხვა
მასალის გამოყენებით მარტივი კონსტრუქციების აგება; ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრების
წარდგენა, საკუთარ და ჯგუფის წევრთა ნაშრომებზე აზრისა და შთაბეჭდილებების გამოთქმა.
მოსწავლეები რეალიზებას უკეთებენ ქართული ენისა და ხელოვნების გაკვეთილებზე
მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ნინო გამყრელიძე
განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი
|
პროექტის
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
|
ninogamkrelidze@gmail.com
|
პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი
|
http://ninogamkrelidze1.blogspot.com/
|
პროექტის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment