,,ცოდნა
თან დასდევს მცოდნელსა”
სასწავლო პროექტის შედეგიანობა იმაზეა დამოკიდებული,
რამდენად აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეები პროექტის თემის შერჩევაში, დაგეგმვაში,
პრობლემის მართვაში, ასევე მონიტორინგის, შეფასებისა და თვითშეფასების პროცესებში და
რამდენად ეფექტიანად იყენებენ პროექტის მონაწილეები პროექტის გაფორმების, მონიტორინგის,
შეფასებისა და თვითშეფასების სქემებს.
ყველაზე მნიშვნელოვანი
უნარი, რომელსაც ბავშვები სკოლაში სწავლისას იძენენ კითხვის უნარია. კითხვის საბაზო
უნარის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში, სასკოლო პერიოდის პირველივე ეტაპზე ხდება და ეფექტური
სწავლებისა და სწავლის წინაპირობაა საშუალო განათლების მომდევნო საფეხურზე. მოსწავლე
ჯერ სწავლობს კითხვას და შემდეგ კითხულობს იმისათვის, რომ ისწავლოს. სწორედ ამიტომ
მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა კითხვის უნარის განვითარებასა
და წიგნიერების ხელშეწყობას.
ტექნიკის განვითარებამ,
ადამიანთა ცხოვრებაში კომპიუტერის დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად გაანელა ინტერესი წიგნის
მიმართ. არავისთვის არის საიდუმლო, რომ მოზარდები წიგნებს არ კითხულობენ. წიგნისაგან
გაუცხოება ახალგაზრდებს აშკარად დაეტყოთ. მათი ზოგადი განათლების დონე და მეტყველების
კულტურა უკიდურესად დაბალია, ლექსიკური მარაგი-ღარიბი, აზროვნება-დაშტამბული.
ამრიგად, პრობლემა
ძალზედ სერიოზული და აქტუალურია.
კომპიუტერი უწიგნობით
გაჩენილ სიცარიელეს ვერასდროს ამოავსებს. წიგნით შეძენილი ცოდნა ღრმაა და საფუძვლიანი.
მისით მიღებული შთაბეჭდილება-წარუშლელი, დაუვიწყარი, მასში ჩაქსოვილი სიბრძნე-დამაფიქრებელი,
მისი მხატვრული სამყაროს წვდომა-ესთეტიკური სიამოვნების მომნიჭებელი, ამაღელვებელი.
სასწავლო-საგანმანათლებლო
პროექტი-,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა” ერთგვარი გაგრძელებაა წინა პროექტისა-,,წიგნი-ცოდნის
გასაღები”. ჩემი მიზანი იყო, ხელი შემეწყო ლიტერატურული
ტექსტის ანალიზის, სწორი, შეგნებული, გამომეტყველებითი კითხვისა და წერის ჩვევების
დაუფლებისათვის; ლექსიკური მარაგის გამდიდრებისათვის; მოსწავლეებში
ჰუმანიზმის, მიმტევებლობისა და სიკეთის გრძნობის გაღვივებისათვის; სამეტყველო ეტიკეტის
ფორმების შერჩევის, ლიტერატურული პერსონაჟების შედარებითი დახასიათებისათვის, მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის;
კითხვის სწავლა-სწავლების თანამედროვე (ინტეგრირებული და დიფერენცირებული) მიდგომების
დანერგვისათვის; კითხვაში დაწყებითი კლასების მოსწავლეების შედეგების
გაუმჯობესებისათვის; ციფრული ფორმატის პროდუქტის შექმნისათვის; სხვადასხვა მასალის
გამოყენებით მარტივი კონსტრუქციების აგებისათვის; ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრების
წარდგენისათვის, საკუთარ და ჯგუფის წევრთა ნაშრომებზე აზრისა და შთაბეჭდილებების გამოთქმის
უნარების ფორმირებისათვის; სახელოვნებო უნარების დახვეწისა და განვითარებისათვის; საგანმანათლებლო პროექტში მეორეკლასელთა ჩართვისათვის; მოსწავლეთა კომპეტენციების ამაღლებისათვის.
პროექტზე მუშაობის დროს მსურდა, მოსწავლეებს განვითარებოდათ
სხვადასხვა უნარ-ჩვევა:
1. გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ
ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება; მასალების დამუშავება; ისტ-ის მოქნილად
გამოყენება.
2. თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების,
გამოთქმისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების განვითარება.
3. მოსწავლეთა შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების
განვითარება.
ვინაიდან მასალების მოსაძიებლად დიდი სამუშაო იყო ჩასატარებელი,
იდეა გავაცანი ჩემს კოლეგებს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური
დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებს, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების
კათედრის გამგეს. ისინი დაინტერესდნენ ამ პროექტით, თავის
მხრივ, საკუთარი იდეებით გაამდიდრეს და მხარში ამომიდგნენ, რისთვისაც მათ
დიდ მადლობას ვუხდი.
ჩემი კოლეგების წინადადებები კი ასეთი იყო:
შევიტანოთ ჩვენი წვლილი პროექტის იდეის განვითარებასა და პროექტის მონახაზის შექმნაში
ვის შემოაქვს პროექტის იდეა?
იდეის ავტორი: ნინო გამყრელიძე განათლების (პედაგოგიკის)
მეცნიერებათა დოქტორი.
რა საკითხს/სფეროს შეეხება ეს ინიციატივა?
წიგნისადმი ინტერესის გაღვივება, აქტიურ მკითხველად
ჩამოყალიბება, წერისა და მეტყველების კულტურის დახვეწა და განვითარება.
აქტუალურად მიმაჩნია თუ არა შემოთავაზებული იდეა და რატომ?
იდეა აქტუალურია, რადგან მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის
უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, წიგნთან გაუცხოება კი საყოველთაო მოვლენად იქცა.
რა მიზანს ისახავს ეს ინიციატივა?
ხელი შეეწყოს ლიტერატურული
ტექსტის ანალიზის, სწორი, შეგნებული, გამომეტყველებითი კითხვისა და წერის ჩვევების
დაუფლებას; ლექსიკური მარაგის გამდიდრებას; მოსწავლეებში
ჰუმანიზმის, მიმტევებლობისა და სიკეთის გრძნობის გაღვივებას; სამეტყველო ეტიკეტის ფორმების
შერჩევის, ლიტერატურული პერსონაჟების შედარებითი დახასიათების, მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას;
კითხვის სწავლა-სწავლების თანამედროვე (ინტეგრირებული და დიფერენცირებული) მიდგომების
დანერგვას; კითხვაში დაწყებითი კლასების მოსწავლეების შედეგების
გაუმჯობესებას; ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი ციფრული ფორმატის პროდუქტის შექმნას
როგორც ინდივიდუალურად, ასევე კლასელებთან ერთად; სხვადასხვა მასალის გამოყენებით მარტივი
კონსტრუქციების აგებას; ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრების წარდგენის, საკუთარ
და ჯგუფის წევრთა ნაშრომებზე აზრისა და შთაბეჭდილებების გამოთქმის უნარების ფორმირებას;
სახელოვნებო უნარების დახვეწასა და განვითარებას; საგანმანათლებლო პროექტში მეორეკლასელთა ჩართვას; მოსწავლეთა კომპეტენციების ამაღლებას.
რა კითხვებს დავუსვამდი იდეის ავტორს?
აპირებ თუ არა კვლევის გაგრძელებას, თუ პროექტი ერთჯერადია
და გამოქვეყნებისთანავე დასრულდება?
კვლევა, რა თქმა უნდა, არ იქნება ერთჯერადი. ჩემს მოსწავლეებთან
ერთად გავაგრძელებ მუშაობას, რადგან პრობლემა მტკივნეული და აქტუალურია.
რამდენად რეალისტურად მესახება ის ამოცანები, რომლებიც ინიციატორებმა
დაგვისახეს? ხელს შეუწყობს თუ არა ეს ნაბიჯები მიზნის მიღწევას?
შემოთავაზებული ამოცანები რეალისტურია. მოსწავლეთა გარკვეულ
ნაწილს დაევალება მასალების მოძიება. გარკვეულ ნაწილს შედარება, კვლევის ჩატარება.
ზოგ მოსწავლეს დისკუსიის გამართვა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, პრეზენტაციების გამართვა. კრეატიულობისა და შემოქმედებითობისათვის
მოსწავლეები დაამზადებენ სხვადასხვა დეტალს და შექმნიან
მრავალფეროვან ახალ პროდუქტს.
ამ ამოცანების საშუალებით მოსწავლეები საფუძვლიანად
დაამუშავებენ და შეისწავლიან ამ საკითხებს.
პროექტის ინიციატივას მე შემდეგი იდეებით გავამდიდრებდი...
ჩემი აზრით, საინტერესო იქნება თუ მოვიწვევთ სტუმრებს,
გავმართავთ გრანდიოზულ ღონისძიებას. კარგ შედეგს გამოიღებს სასკოლო ტურების მოწყობა
წიგნიერების დონის გამოსავლენად.
რატომ და როგორ წაადგება ჩემი იდეები პროექტის წარმატებულ განხორციელებას?
მოსწავლეები შეძლებენ, გააცნობიერონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი,
როგორც ცოდნის წყარო. გაუმძაფრდებათ კითხვის წყურვილი, სურვილი და ინტერესი. მაქსიმალურად
მოახდენენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.
No comments:
Post a Comment