Friday, 3 January 2014



პროექტის სახელწოდება                   
,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა”
პროექტის მთავარი იდეა
ამოყალიბების პროცესში მყოფი პროგრესული პარადიგმის ფასეულობები - ჰუმანურობა, საგანმანათლებლო პროცესის მონაწილეების ურთიერთქმედება, პიროვნული მიდგომა, მნიშვნელოვნად წარმოჩინდება ინტერაქტიური სწავლების პროცესში. მისი არსი მდგომარეობს სწავლებაში, ყველა იმ სუბიექტის რეალიზებულ ინტენსიურ, მრავალგეგმიან პიროვნებათშორის დამოკიდებულებებში და ურთიერთქმედებებში, რომლებიც ჩართულნი არიან სასწავლო--შემეცნებით პროცესში.  
ლეონიდ ვიგოდსკი აღნიშნავდა, რომ უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების გზა ძირითადად დაკავშირებულია ბავშვური ცნობიერების კოლექტიური სოციალური საქმიანობის ძირითად ფორმასთან. ეს დებულება მას კანონის რანგში აჰყავდა, რომლის მიხედვითაც თითოეული უმაღლესი ფსიქიკური ფუნქცია ქცევის განვითარების პროცესში გამოვლინდება ორჯერ;
დღეს, როცა ინტერაქტიურმა სწავლებამ განათლების სისტემაში საკმაოდ ფართო გავრცელება ჰპოვა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა მისი შემოქმედებითად გააზრების პრობლემა (არსი, სპეციფიკა, პრინციპი, ორგანიზაციის საშუალებები).  
ინტერაქტიურობა, გააზრებული როგორც უშუალო დიალოგი, დღეს უკვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რომელიც დაკავშირებულია ტექნიკის განვითარების მაღალ დონესთან. დღეს ინტერაქტიურს უწოდებენ სპეციალურ საშუალებებს, მოწყობილობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპიუტერთან მომხმარებლის უწყვეტ დიალოგურ ურთიერთქმედებას. ფართოდაა გავრცელებული ინტერაქტიური გამოკითხვები რადიო და ტელევიზიით, რომელთა სცენარები გულისხმობს მაყურებელთან და მსმენელთან უშუალო საუბრებს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, საინტერესო დიალოგის წარმართვის ცოდნას სწავლა სჭირდება, და ამ თვალსაზრისით ინტერაქტიური სწავლება უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს.  
ინტერაქტიური სწავლების ტექნოლოგია ინარჩუნებს საგანმანათლებლო პროცესის საბოლოო მიზანს, მაგრამ ცვლის შემეცნებითი საქმიანობის სატრანსლაციო ფორმებს თვით----და ურთიერთაქტიურზე, რომლებიც დაფუძნებულია კოლექტიურ ძალისხმევაზე, ურთიერთქმედებაზე და ერთმანეთის მხარდაჭერაზე.  

პროექტის აქტუალობა
ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ბავშვები სკოლაში სწავლისას იძენენ კითხვის უნარია. კითხვის საბაზო უნარის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში, სასკოლო პერიოდის პირველივე ეტაპზე ხდება და ეფექტური სწავლებისა და სწავლის წინაპირობაა საშუალო განათლების მომდევნო საფეხურზე. მოსწავლე ჯერ სწავლობს კითხვას და შემდეგ კითხულობს იმისათვის, რომ ისწავლოს. სწორედ ამიტომ მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა კითხვის უნარის განვითარებასა და წიგნიერების ხელშეწყობას.
პროექტის მიზნები
ხელი შეუწყოს ლიტერატურული ტექსტის ანალიზის, სწორი, შეგნებული, გამომეტყველებითი კითხვისა და წერის ჩვევების დაუფლებას; ლექსიკური მარაგის გამდიდრებას; მოსწავლეებში ჰუმანიზმის, მიმტევებლობისა და სიკეთის გრძნობის გაღვივებას; სამეტყველო ეტიკეტის ფორმების შერჩევის, ლიტერატურული პერსონაჟების შედარებითი დახასიათების,  მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას; კითხვის სწავლა-სწავლების თანამედროვე (ინტეგრირებული და დიფერენცირებული) მიდგომების დანერგვას; კითხვაში დაწყებითი კლასების მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებას; ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი ციფრული ფორმატის პროდუქტის შექმნას როგორც ინდივიდუალურად, ასევე კლასელებთან ერთად; სხვადასხვა მასალის გამოყენებით მარტივი კონსტრუქციების აგებას; ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრების წარდგენის, საკუთარ და ჯგუფის წევრთა ნაშრომებზე აზრისა და შთაბეჭდილებების გამოთქმის უნარების ფორმირებას; სახელოვნებო უნარების დახვეწასა და განვითარებას; საგანმანათლებლო პროექტში მეორეკლასელთა ჩართვა;  მოსწავლეთა  კომპეტენციების  ამაღლებას. 
მონაწილეთა ასაკი
 6-7  წელი
ვადები/ხანგრძლივობა
ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლე   შეძლებს ლიტერატურული ტექსტის ანალიზს; სწორ, შეგნებულ, გამომეტყველებით კითხვსა და წერის ჩვევების დაუფლებას; ლექსიკური მარაგის გამდიდრებას; სამეტყველო ეტიკეტის ფორმების შერჩევას; ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათებას;  მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებას; კითხვის სწავლა-სწავლების თანამედროვე (ინტეგრირებული და დიფერენცირებული) სტრატეგიების გამოყენებას; კითხვის ტექნიკის გაუმჯობესებას; შესაბამისი ციფრული ფორმატის პროდუქტის შექმნას როგორც ინდივიდუალურად, ასევე კლასელებთან ერთად; სხვადასხვა მასალის გამოყენებით მარტივი კონსტრუქციების აგებას; ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრების წარდგენის, საკუთარ და ჯგუფის წევრთა ნაშრომებზე აზრისა და შთაბეჭდილებების გამოთქმის უნარების ფორმირებას; სახელოვნებო უნარების დახვეწას; საკუთარი კომპეტენციების  ამაღლებას.
დიზაინი
პროექტის  თანმიმდევრულობა  დაცულია. იგი  შესრულებულია  ქართულ  ენაზე.
დამხმარე საშუალებები და ძირითადი რესურსები
თაბახის ფურცლებზე დაწერილი ტექსტები; დიდი ასოებითა და  ნახატებით გაფორმებული საბავშვო წიგნები; სიტყვების კედელი; სიტყვების სკივრი; სიტყვების ლოტო;  ფერადი  ფურცლები;  ნიჟარები; ატლასის თასმები; საქსოვი ძაფები; ბრჭყვიალა მძივები; პლასტიკის თეფშები; წებო;  ფერადი  ფანქრები;  საღებავები;  მაკრატელი; ბუკები; პროექტორი; ფოტოაპარატი, სლაიდები, განსახილველი თხზულებების პერსონაჟების მოდელები, თოჯინები, მოსწავლეების მიერ შექმნილი სამი წიგნი, მათი მონდომებისა და ძალისხმევის შეფასების სიმბოლოები (მზეები).
პროექტის მსვლელობა
პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები იგეგმებოდა მოსწავლეებთან ერთად. როდესაც წარმოიშვა იდეა სასწავლო პროექტის ,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა” განხორციელების შესახებ, მათ დაიწყეს ფიქრი სამუშაოების სწორად შერჩევისა და გადანაწილების შესახებ. მოსწავლეები კარგად გაეცნენ პროექტის არსს და ერთობლივად დაიწყეს შესაბამისი მოთხრობებისა და ზღაპრების მოძიება. მათ ამ სამუშაოსთვის დასჭირდათ ორი კვირა. ყველა მოსწავლეს მოჰქონდა შერჩეული ნაწარმოები და ვმსჯელობდით თითოეული მათგანის ღირებულებაზე, მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. შერჩევის შემდეგ ნაწარმოებები დავყავით ნაწილებად. ერთობლივად ვიმსჯელეთ ცალკეულ ნაწილებზე და შემდეგ შეუდგნენ მათ დამუშავებასა და ერთმანეთისათვის გაზიარებას.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეების წინაშე იდგა პრობლემა, ისინი მოვლენებს ახლებურად ხედავდნენ, თავისუფლად გამოთქვამდნენ აზრებს და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით ეძებდნენ გადაჭრის გზებს. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ისინი თვითონ იმუშავებდნენ შესაძლო სტრატეგიებს, გეგმავდნენ შესასრულებელ სამუშაოებს და გაწერილ  დროში წარუდგენდნენ თანაკლასელებს. ამ შემთხვევაში ისინი იყვნენ აქტიურნი და  თავისუფალი თვითშემმეცნებელნი.
მოსწავლეები ძველი და ახალი ცოდნის შედარებით აგროვებდნენ ახალ ინფორმაციას, ხდებოდა ცოდნის აგება, კონსტრუირება. ისინი თავად ამზადებდნენ სხვადასხვა დეტალს, ხატავდნენ, აფერადებდნენ, ჭრიდნენ, ქმნიდნენ ახალ პროდუქტს. იღებდნენ ფოტოებს, ვიდეოებს, გამოყოფდნენ მნიშვნელოვანს და უზიარებდნენ ერთმანეთს დროის ლიმიტის დაცვით (თვითრეგულაცია).
ასეთ შემთხვევაში სწავლა აქტიურ პროცესად გარდაიქმნება და იგი არაა მოსაწყენი, ერთფეროვანი. მოსწავლეები მოტივირებულნი არიან და სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება გააჩნიათ. ისინი ხალისით მუშაობდნენ, თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. კოლაბორაცია, გუნდური  მუშაობა მათი სტრატეგია იყო, ირჩევდნენ საუკეთესო ნამუშევრებს და უზიარებდნენ ერთმანეთს.
ისტ-ი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე კონსტრუქტივისტულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ. ინფორმაციის გაზიარება ბუკის საშუალებით მათთვის იყო ერთადერთი გზა და მიეცათ მეტი შანსი, ყოფილიყვნენ შემოქმედებითები, ინოვაციურები. მონაწილეობას იღებდნენ საკუთარი სწავლის პროცესში. 
აქტივობები:
1.     მოსწავლეებმა შეარჩიეს განსახილველი მოთხრობები და ზღაპრები, ერთმანეთს გაუზიარეს, შეარჩიეს საუკეთესო და დაგეგმეს მომდევნო სამუშაო.
2.    ხელოვნების გაკვეთილებზე ამზადებდნენ სხვადასხვა პროდუქტს: წიგნებს, პერსონაჟების მოდელებსა და თოჯინებს. უღებდნენ ფოტოებს, უზიარებდნენ თანატოლებს, მშობლებსა და ახლობლებს.











3.    მოსწავლეებმა გამართეს საკუთარი ხელებით შექმნილი საბოლოო პროდუქტის საჯარო პრეზენტაცია და დეტალურად განიხილეს მუშაობის პროცესი. გადაიღეს ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5 და ფოტოები. 










  4. გოგონები დიდი ხალისითა და მონდომებით ემზადებოდნენ საბალეტო ნომრის შესასრულებლად, რომელმაც დამატებითი ეფექტი შესძინა პროექტს და გამოავლინეს ცეკვისადმი სერიოზული დამოკიდებულება და სიყვარული. მეცადინეობის პროცესში ერთმანეთს უღებდნენ ფოტოებსა და ვიდეოს (იხილეთ დამუშავებული და დასრულებული საცეკვაო ნომერი).









5.    მოსწავლეები წავიყვანე ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, რათა დაეთვალიერებინათ ექსპონატები და გაცნობოდნენ  გარემოს, სადაც უნდა მოეხდინათ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტის ,,ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა” პრეზენტაცია. გადაიღეს ფოტოები. 




6.    2013 წლის 11 დეკემბერს მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით ცოდნის გამყარების მიზნით ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მოაწყვეს გრანდიოზული ღონისძიება. გადაიღეს ვიდეო და ფოტოები (იხილეთ საპრეზენტაციო ფაილი).







7.    მოწვეულმა სტუმრებმა გააკეთეს შეფასებები.
მუზეუმში, საცეკვაო დარბაზში და ხელოვნების გაკვეთილებზე ფოტოსა და ვიდეოს გადაღების დროს მოსწავლეები ცდილობდნენ, ეკრანზე გამოსახულება ზუსტად და სუფთად აღბეჭდილიყო, არეგულირებდნენ დროს, შეცდომების შემთხვევაში ხელახლა უხდებოდათ გადაღება. ის მასალები, რომლებიც მათ წარმოადგინეს, აუცილებლად ითხოვდა კომპიუტერის გამოყენებას. სხვა რესურსი, ფაქტობრივად, მათთვის მიუწვდომელი იყო. ბუკის საშუალებით ადვილად ახდენდნენ ფოტოებისა და ვიდეოების დემონსტრირებას.
გადაღების დროს მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ახალ ცოდნას უზიარებდნენ, ერთმანეთისგან ადვილად სწავლობდნენ. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი  პროცესში და გრძნობდნენ უდიდეს პასუხისმგებლობას. სამუშაოების შესრულება გარკვეულ მონდომებასა და ძალისხმევას ითხოვდა. ცდილობდნენ, ყოფილიყვნენ კომპეტენტურები.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ახერხებდნენ ლიტერატურული ტექსტის ანალიზს, სწორ, შეგნებულ, გამომეტყველებით კითხვასა და წერას; ლექსიკური მარაგის გამდიდრებას;  სამეტყველო ეტიკეტის ფორმების შერჩევას; ლიტერატურული პერსონაჟების შედარებით დახასიათებას; კითხვის სწავლა-სწავლების თანამედროვე (ინტეგრირებული და დიფერენცირებული) სტრატეგიების გამოყენებას; კითხვის ტექნიკის გაუმჯობესებას; ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი ციფრული ფორმატის პროდუქტის შექმნას როგორც ინდივიდუალურად, ასევე კლასელებთან ერთად; სხვადასხვა მასალის გამოყენებით მარტივი კონსტრუქციების აგებას; ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრების წარდგენას; საკუთარი  კომპეტენციების  ამაღლებას. 
მოსწავლეები ახდენდნენ წაკითხული თუ მოსმენილი მასალის დახარისხებას, ვრცელი ტექსტიდან მნიშვნელოვანის გამოყოფას, დამოუკიდებლად აკეთებდნენ ანალიზს,  ასრულებდნენ სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოს, ასაბუთებდნენ, თუ რომელი ალტერნატიული გადაწყვეტილება იყო უკეთესი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. მოსწავლეები Classroom Management-ის საშუალებით ნახულობდნენ ერთმანეთის ვიდეოებს, ფოტოებს, აძლევდნენ მეგობარს რჩევებს, თუ რომელი იყო უკეთესი, რადგან გაეკეთებინათ პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა ურთიერთდახმარებით უამრავი ინფორმაცია მოიძიეს და ჩაწვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი, როგორც ცოდნის წყარო და თავიდანვე ჩაინერგეს წიგნისადმი სიყვარული. მოსწავლეები თავად ეზიარნენ წიგნის შექმნის პროცესს და იგრძნეს საკუთარი პასუხისმგებლობა.  მუშაობის პროცესში თითოეული ჯგუფი ადგენდა კვირის გეგმას, მუდმივად აკონტროლებდა, მისდევდა თუ არა დაგეგმილს, აფასებდა, როდის უკეთ გადიოდა შედეგზე, შესაბამისად იზრდებოდა მათი მოტივაცია.
ხელოვნების გაკვეთილებზე დახატული სურათები, ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილი სხვადასხვა დეტალი აკინძეს და შექმნეს ახალი, მთლიანი პროდუქტები-წიგნები, პერსონაჟების მოდელები, თოჯინები. ჯგუფის წევრები ერთმანეთს ამხნევებდნენ, თანამშრომლობდნენ პრობლემის  ერთობლივად გადაჭრისა და საერთო მიზნის მიღწევის მიზნით. მათი მონდომება, ძალისხმევა, კონკრეტული ქმედება წახალისებული იყო.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მოიწვიეს მშობლები, დაწყებითი კლასის სხვა მოსწავლეები და მოაწყვეს საჯარო პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა ცოდნის გამყარების მიზნით მოაწყვეს გრანდიოზული სასწავლო-საგანმანათლებლო ღონისძიება. ჩემი და სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით მოიწვიეს უამრავი სტუმარი და შეეცადნენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას.
ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან. მათგან სისტემატურად ვიღებდით და ამასთანავე ვითვალისწინებდით  სასარგებლო რჩევებს. მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით, 2013 წლის 11დეკემბერს, ღონისძიებაზე, მოიწვიეს უნივერსიტეტის თანამშრომლები: პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პედაგოგიკის დეპარტამენტის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი მაია ახვლედიანი; სრული პროფესორი ლეილა აბზიანიძე;  აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სასწავლო განყოფილების უფროსი, პედაგოგიური ფაკულტეტის, პედაგოგიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი, ღირსების ორდენოსანი იმერ ბასილაძე; ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების სრული პროფესორები  ქეთევან დეკანოზიშვილი და იზოლდა რუსაძე, ქალაქ ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმის დირექტორი სრული პროფესორი ომარ ლანჩავა.
აგრეთვე იმყოფებოდნენ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი გენად მარგველაშვილი, დირექტორის მოადგილე მერაბ გრიგოლაშვილი, დაწყებითი კლასების პედაგოგები, სოფელ წყალტუბოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის თავმჯდომარე ნატალია ჩარკვიანი, IIა კლასის მოსწავლეების მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები. თითოეულმა მათგანმა გამოთქვა საკუთარი მოსაზრება თემატიკასთან დაკავშირებით, შეაფასა ღონისძიება და მოსწავლეებს კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ სამეტყველო სიტუაციებში; მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება; აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში, კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება; სხვადასხვა სახის მარტივი საინფორმაციო ტექსტების შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით; ისტ-ის გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად, ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად; ციფრული ფორმატის პროდუქტის შექმნა როგორც ინდივიდუალურად, ასევე კლასელებთან ერთად; სხვადასხვა მასალის გამოყენებით მარტივი კონსტრუქციების აგება; ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრების წარდგენა, საკუთარ და ჯგუფის წევრთა ნაშრომებზე აზრისა და შთაბეჭდილებების გამოთქმა. მოსწავლეები რეალიზებას უკეთებენ ქართული ენისა და ხელოვნების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.

პროექტის ფასილიტატორი
ნინო გამყრელიძე   განათლების (პედაგოგიკის) მეცნიერებათა დოქტორი


მოსწავლეთა მიერ პროექტზე განხორციელებული თითოეული

 აქტივობის ანგარიში

თარიღი:

ჯგუფი:

აქტივობის შესრულების ვადა:


                                                     შინაარსობრივი სამუშაო

 მოვაგვარეთ:

მოცემულ ვადაში ჩვენ წარმატებით გავართვით თავი შემდეგ სამუშაოს:

------------------------------------------------------------------------------------------------------------

წავაწყდით დაბრკოლებებს:

მოცემულ დროში სირთულეებმა იჩინა თავი შემდეგი სამუშაოს შესრულებისას:

---------------------------------------------------------------------------------------------------
ალბათ გვჭირდება...-------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------
ამისათვის გადავწყვიტეთ:--------------------------------------------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------
ჯგუფში თანამშრომლობა:

პროექტზე მუშაობის დროს ჯგუფში თავი იჩინა შემდეგმა პრობლემებმა:

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემის მოგვარება ამგვარად ვცადეთ:

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემა ამით:

მოგვარდა   
 
არ მოგვარდა   
   
საჭიროებები:

ჩვენ გვჭირდება:----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------






               ჯგუფის მუშაობის მეტაანალიზი



კრიტერიუმები
სავსებით ვეთანხმე
ბი
ვეთანხმე
ბი
ნაწილობ
რივ ვეთანხმები
თითქმის არ ვეთანხმე
ბი
ქმედებაზე ორიენტაცია:  ინიციატივას სიამოვნებით ავიტაცებ;
პასუხისმგებლობის აღება არ მიჭირს; გაჭიანურებული საქმე არ მიყვარს; ვზრუნავ ჯგუფის წინსვლაზე




განვითარებაზე ორიენტაცია: სიამოვნებით ვავითარებ ახალ იდეებს; რუტინა არ მიყვარს; ყურადღებას ვაქცევ ჯგუფში მრავალფეროვნებას.




ჯგუფზე ორიენტაცია: ჩემთვის მნიშვნელოვანია ჯგუფში განწყობა; დისკუსია არ მიყვარს; არ მიჭირს დათმობაზე წასვლა.




ანალიტიკოსი:
 ჩემთვის მნიშვნელოვანია საკითხების სიღრმისეული შესწავლა; პასუხისმგებლობას არ გავურბივარ.








                                          შეფასების რუბრიკა



                  კრიტერიუმები

ყოველთვის
ზოგ
ჯერ
იშვია
თად
არას
დროს
შეუძლია მოპოვებული ინფორმაციის, წინადადებების,  რჩევების ადაპტირება და მათი ადეკვატური გამოყენება




მზად არის, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობაში და მიაწოდოს  რაც შეიძლება მეტი გამოსადეგი იდეა; შეუძლია ჯგუფის სხვა წევრის წინადადებების მოსმენა, გათვალისწინება და განვითარება




უმიზეზოდ არ აცდენს ჯგუფის არც ერთ შეხვედრას; ყველა დავალებას დროულად და კეთილსინდისიერად ასრულებს; მისი სამუშაო რესურსები  მოწესრიგებულია




 კარგად ახერხებს ფაქტების ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას; იცავს საუბრის/დისკუსიის წესებს და შეუძლია კარგი იმპულსების მიცემა ერთობლივი სამუშაოს წარმართვისათვის




ამჟღავნებს კომპრომისის უნარს;  ახერხებს პრობლემების იდენტიფიცირებას და დროულ რეაგირებას; შესწევს უნარი, აღიაროს შეცდომები და დასკვნები გამოიტანოს








მოსწავლეთა მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტის 

შეფასების კითხვარი


მოსწავლის სახელი, გვარი:

პროექტის დასახელება:
 
პროექტზე მუშაობის ვადები:

1.   როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რაიმე ამ პროექტზე მუშაობამ?

ა) ბევრი რამ მასწავლა
ბ) მასწავლა
გ) ახალი თითქმის არაფერი მისწავლია
დ) ახალი არაფერი მისწავლია

2.   შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?

ა) ბევრად უკეთესი გახდა
ბ) უკეთესი გახდა
გ) ისეთივე დარჩა, როგორიც იყო
გ) გაუარესდა

3.    ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?

ა) სავსებით ნათელი იყო
ბ) ნათელი იყო
გ) არც ისე ნათელი იყო
დ) სრულიად გაურკვეველი იყო

4.    მასწავლებელმა მიჩვენა, როგორ მემუშავა პროექტზე.

ა) სავსებით ვეთანხმები
ბ) ვეთანხმები
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები
დ) არ ვეთანხმები

5.    როდესაც მხარში დგომა მჭირდებოდა, მასწავლებელი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო.

ა) სავსებით ვეთანხმები
ბ) ვეთანხმები
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები
დ) არ ვეთანხმები

6.    შედეგებით კმაყოფილი ვარ.

ა) სავსებით ვეთანხმები
ბ) ვეთანხმები
გ) ნაწილობრივ ვეთანხმები
დ) არ ვეთანხმები


გმადლობთ დახმარებისთვის!